ანონსები
31 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში გამართავს საჯარო ლექციებს:
რა არის პროპაგანდა და როგორ ავიცილოთ თავიდან?
ერთი შეხედვით, თანამედროვე მედია გარემოში პროპაგანდით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება წარმოუდგენელია. თუმცა, სწორედ ეს გახლავთ პროპაგანდის მთავარი ხიბლი, ის მსხვერპლის გაუცნობიერებლად ახდენს მასზე გავლენას.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· პროპაგანდის სპეციფიკა;
· პროპაგანდის გავლენა საზოგადოებაზე;
· პროპაგანდის თავიდან აცილების გზები.
სპიკერი: ქ-ნ ლელი ბიბილაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ხელმძღვანელი.
დასწრება თავისუფალია.
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2M9uGjT
დრო: 14:00 სთ
ადგილი: ქ.ბათუმი, სასტუმრო ველმონდი, შავშეთის ქუჩა 2/4
რატომ არის დასავლური ინტეგრაცია მნიშვნელოვანი
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
სპიკერი: ბ-ნ ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთბების პროგრამის ხელმძღვანელი.
დასწრება თავისუფალია.
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:https://bit.ly/2EwBEJw
დრო: 16:00 სთ
ადგილი: ქ.ბათუმი, სასტუმრო ველმონდი, შავშეთის ქუჩა 2/4
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდით საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის რეგიონული ოფისის მენეჯერს: 591 288 667