ანონსები
16 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე: „გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა“.
საჯარო ლექციას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, საქველმოქმედო ფონდ „სოკო-ს“ დამფუძნებელი სანდრა ელისაბედ რულოვსი გაუძღვება.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 16.03.2018
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია 204
დრო: 16:30 სთ