ანონსები
ძვირფასო სტუდენტებო,
გამომდინარე იქიდან, რომ 30 და 31 მარტს ამინდი მკვეთრად უარესდება და ღონისძიება იმართება ღია სივრცეში - უნივერსიტეტის ეზოში გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი აღვნიშნოთ 1 კვირით გვიან, 7 აპრილს.
საქართველოს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების აღნიშვნით ყველამ მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით გადადების გადაწყვეტილებას.
მოინიშნეთ კალენდარში 7 აპრილი, და ღონისძიების აღსანიშნავად შემოგვიერთდით უცვლელ ადგილზე საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსის ეზოში.
7 აპრილი, 17:00 საათი