ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტი მორიგ ლიტერატურულ კონკურსს - „ფოლიოს“ აცხადებს
31 March 2017

საქართველოს უნივერსიტეტი, 24 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მორიგ ლიტერატურულ კონკურსს -„ფოლიოს“ აცხადებს.
კონკურსის მონაწილეები ქართულ და ინგლისურ ენაზე ნებისმიერი ჟანრის (დეტექტივი, ფანტასტიკა, დრამა, კომედია და ა.შ) მოკლე მოთხრობას დაწერენ (ტექსტი განთავსებული A 4 ფორმატში, 1 გვერდი).
წლევანდელი კონკურსის თემა გახლავთ „ახალი დღე - ახალი შანსი“. კონკურის აუცილებელი პირობაა, რომ ლიტერატურული ნამუშევრის შინაარსი ამ კონკრეტულ თემასთან იყოს კავშირში.
კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ( მე-11/მე-12 კლასი).
გამარჯვებულ ავტორს მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ (ლაურეატის სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო - 500 ლარი). ასევე, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან კონკურსის მეორე და მესამე ფინალისტებიც.
კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში წერის კულტურის ამაღლება. ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.
კონკურსის პირობები:

1) კონკურსი ორენოვანია, შესაბამისად ნაშრომი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
2) Sylfaen 11 - იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს. ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში.
3) თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი, კლასი და ელექტრონული ფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები:

ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონიურობა
ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2017 წლის 1 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით ამ ლინკზე: https://www.ug.edu.ge/folio
გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 28 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას 77ა, საკონფერენიო დარბაზი #519)
შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი