ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახური განაგრძობს ტრენინგების სერიას - „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“
8 February 2017

მეოთხე ნაბიჯი: ტრენინგი თემაზე „როგორ მოვამზადოთ ეფექტური სამოტივაციო წერილი?“ ჩატარდება 13 თებერვალს. ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი, ქ-ნ მარიამ ჯანჯარია.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• რატომ არის მნიშვნელოვანი სამოტივაციო წერილის შედგენა;
• თანამედროვე მიდგომები;
• რა დეტალებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ყურადღება სამოტივაციო წერილის შედგენისას;
• რა ძალა აქვს ეფექტურ სამოტივაციო წერილს.

შეგახსენებთ, რომ ტრენინგების სერია „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“ მოიცავს შემდეგ თემატიკას:

ნაბიჯი I: როგორ შევადგინოთ ეფექტური CV?
ნაბიჯი II: როგორ დავტოვოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება გასაუბრებაზე?
ნაბიჯი III: სამუშაო ადგილის ძიების ხერხები და ნეთვორქინგი;
ნაბიჯი IV: როგორ მოვამზადოთ ეფექტური სამოტივაციო წერილი?;
ნაბიჯი V: ლიდერის თვისებები.

ტრენინგები ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება: განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები და დამსწრეები მიიღებენ ინდივიდუალურ რჩევებს.
მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს.
ტრენინგები უფასოა და დასწრება ღიაა არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტების, არამედ ყველა მსურველისათვის.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურს ნომერზე - 2 55 22 22 (შიდა ნომერი 387).

თარიღი: 13.02.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 17:00 სთ

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი