ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა გიორგი კეკელიძის ახალ წიგნს - „წერილები შენ“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოგიდგენთ
1 June 2018

2-3 ივნისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უმასპინძლებს წიგნის პირველ მკითხველებს.
„არაზუსტია სიყვარულის მათემატიკა. სკოლის შენობის ზურგზე მიწერილ მარტივ ფორმულას – ამას + ის = სიყვარულს, დრო ხან წევრს და ხან პასუხს უცვლის. ამიტომაც, ვერავინ დაწერა სიყვარულის სახელმძღვანელო. და თუ დაწერა, მეორე წელს ვეღარ ივარგა. ან გმირები მაშინ დახოცა, როცა რომეოს და ჯულიეტას ტოლები არიან და ამით ცოტა ცინიკურად გვითხრა: სიყვარული მხოლოდ მაშინაა მარადიული, თუ მას მწვერვალზე სიკვდილი მიუსწრებს. ჰო, 30 წლის რომეო ალბათ ჰამლეტს დაემსგვასებოდა.
ამიტომაც, ფორმულები უნდა წავშალოთ. უფრო სწორედ, მხოლოდ მე და შენ უნდა დავრჩეთ, მხოლოდ პლუსით. თუ რას ვუდრივართ, ამაზე დრომ იმტვრიოს თავი – ხვალ, ზეგ და მაზეგ.“
წაიკითხეთ და ისიამოვნეთ!
2-3 ივნისს წიგნის შეძენას შეძლებთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე. საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის დახლთან.
მისამართი: ექსპო ჯორგია, წერეთლის გამზ. 118. 11 პავილიონი.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი