ანონსები
კურსის მიზანი:
პროექტის მართვის ფუნდამენტური პრინციპების ცოდნის და სამშენებლო სფეროში მისი გამოყენების აუცილებლობის დემონსტრაცია. განხილული იქნება სამშენებლო პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლი, ძირითადი მმართველობითი ღონისძიებები, რომელიც რეკომენდებულია საერთაშორისო პრაქტიკით და ამავდროულად, გამოცდილია სქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში. მსმენელები გაეცნობიან არა მხოლოდ სამშენებლო პროექტების მართვის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს არამედ აითვისებენ უნიკალური მეთოდების და ხერხების ერთობლიობას , რომელიც არაერთხელ იყო წარმატებით გამოყენებული საქართველოში კომპლექსური სამშენებლო პროექტების დინამიური პროცესების სამართავად.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
სამშენებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის და მათთვის ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ სფეროში.
ხანგრძლივობა:
5 კვირა (კვირაში ერთხელ 2 საათი და 30 წუთი+ 2 ტესტირება)
დრო შეთანხმდება ჯგუფთან.
სირთულის ხარისხი: მარტივი
შედეგი:
თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატებით მოღვაწეობისთვის აუცილებელი სამშენებლო პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა და რეალურ სამუშაო გარემოში მათი გამოყენების პრაქტიკული უნარის შეძენა.
ღირებულება: 390 ლარი (ღირებულებაში შედის აუცილებელი სასწავლო მასალით მონაწილეთა უზრუნველყოფა)
მონაწილეთა რაოდენობა:
8-15 მსმენელი
სტუდენტებისთვის მოქმედებს 20% ფასდაკლება;
შესაძლებელია კორპორაციული პაკეტების შეძენა ( კომპანიიდან 8 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 20% ფასდაკლება)
გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ თანდართული აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ მითითებულ მისამართებზე:
mtsereteli@ug.edu.ge , tsereteli_manana@yahoo.com ან t.meshvelishvili@ug.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით საქართველოს უნივერსიტეტში, კოსტავას 77ა, VI სართული, ოთახი #621
აპლიკაციების მიღება: 18 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით
სწავლა დაიწყება 5 ნოემბერს
ძირითადი კურსის გავლის შემდეგ დამატებით შესაძლებელია შემდეგი მოდულების ინტენსიური კურსების გავლა: