ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში 15 ოქტომბრიდან იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა:
პროგრამა შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად და სწავლებაში ჩართული არიან შესაბამისი გამოცდილების მქონე (ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასებაში ჩართული), მაღალკვალიფიციური პედაგოგები.
სწავლის ხანგრძლივობა სრული 36 კვირა( ამ დროში არ შედის არდადეგების დრო-საშობაო / საახალწლო, შუალედური და დასკვნითი გამოცდის კვირა)
სრულ პაკეტში შედის:
სრული პაკეტის აღების შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 3000 ლარს.
აბიტურიენტების რაოდენობა ჯგუფში 7/8;
მსურველთა საკმარისი რაოდენობის (7-8 აბიტურიენტი) შესაძლებელია მეოთხე, ასარჩევი საგნის აღება ( ქართული ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა)
მეცადინეობის დრო შეირჩევა ჯგუფთან შეთანხმებით.
პროგრამაზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გადმოაგზავნეთ მისამართზე: (აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ)
mtsereteli@ug.edu.ge ან t.meshvelishvili@ug.edu.ge
აპლიკაციების მიღების ვადა 12 ოქტომბრამდე
სწავლა დაიწყება 15 ოქტომბერს და გაგრძელდება 24 ივნისამდე (შუალედური და დასკვნითი გამოცდის ჩათვლით)
დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე:
კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621/623