ანონსები
5 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის შიდა ქართლში მდებარე ქალაქ გორის რეგიონულ ოფისში გაიმართება საჯარო ლექცია შემდეგ თემაზე- „ლოგიკა, ალბათობა და თამაში რეალურ ცხოვრებაში“.
ცხოვრებაში ყველას გვიფიქრია ჩვენს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, შევცვლიდით თუ არა მას, უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს. სამწუხაროდ ცხოვრებაში სვლის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ჩვენი წარმატება სწორ გადაწყვეტილებაზა დამოკიდებული.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება თუ როგორ შეიძლება ადამიანი მივიდეს სწორ გადაწყვეტილებამდე. რა უნდა იცოდეს ლოგიკის წესებზე და ,ზოგადად, თამაშის სტრატეგიაზე .
სპიკერი: საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი- ბ-ნ კახაბერ თავზარაშვილი.
ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/pYptQy
თარიღი: 05.12.18
დრო: 13:30 სთ
ადგილი: ქ. გორი, სტალინის 25