ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ახალციხეში მდებარე სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 14 მარტს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სთავაზობს ტრენინგს თემაზე: „ყველაფერი დასაქმებისთვის“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· როგორ დავწეროთ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი?
· როგორ ვაჩვენოთ მოტივაცია პოტენციურ დამსაქმებელს?
· როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?
· როგორ უნდა მოვითხოვო სასურველი ხელფასი?
ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება, როგორც მათ ვინც სამუშაოს ძიების პროცესშია, ასევე მათაც, ვისაც სურს კარიერული განვითარება.
ტრენინგს საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, მარიამ ჯანჯარია გაუძღვება.
ტრენინგზე დასასწრებად, საჭიროა გაიროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/qHFsae
თარიღი: 14.03.2019
დრო: 14:00 სთ
ადგილი: ახალციხე; კოსტავას 10