ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტი ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საერთაშორისო კონფერენციას - ICICS 2026-ს მასპინძლობს

8 June 2026

 

18-20 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტი (UG) უმასპინძლებს ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საერთაშორისო კონფერენციას - ICICS 2026 (International Conference on Informatics and Computer Science), რომელიც თავს მოუყრის მეცნიერებს, მკვლევრებს, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის მიზანია თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმატიკისა და ინტერდისციპლინური კვლევების სფეროში არსებული უახლესი მიღწევების, ინოვაციების, გამოწვევებისა და განვითარების ტენდენციების განხილვა. ICICS 2026 საერთაშორისო პლატფორმას შექმნის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებისა და ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი მეცნიერებების მიმართულებით სამეცნიერო პროგრესის ხელშეწყობისთვის.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სპეციალური სიმპოზიუმი დოქტორანტებისთვის, სადაც ახალგაზრდა მკვლევრები საკუთარ სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენენ და დარგის წამყვან სპეციალისტებთან პროფესიული დისკუსიის შესაძლებლობას მიიღებენ.

ICICS 2026-ის კონფერენციაზე მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და პრაქტიკოსი სპეციალისტები წარმოადგენენ ორიგინალურ სამეცნიერო ნაშრომებს, შემთხვევის ანალიზებს (case studies) და მიმოხილვით სტატიებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ საფუძვლებსა და ინოვაციურ მეთოდოლოგიებს, ისე მათი პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს.

კონფერენციაზე მიღებული და რეცენზირებული სტატიები გამოქვეყნდება საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემულ კონფერენციის შრომების კრებულში (Conference Proceedings) და მიენიჭება საერთაშორისო ციფრული იდენტიფიკატორები (DOI).

განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ნაშრომები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ICICS 2026-ზე, შეირჩევა შემდგომი გამოქვეყნებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Computational Mathematics and Modeling (Springer Nature). ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისთვის ნაშრომების გაფართოებული ვერსიები წარადგინონ.

გამოქვეყნებული სტატიები ინდექსირებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, მათ შორის: Scopus, Google Scholar და ResearchGate, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კვლევების საერთაშორისო ხილვადობასა და აკადემიურ გავლენას.

ICICS 2026 კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს უნივერსიტეტის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას, ინოვაციების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დრო: 18-19 ივნისი, 10:00 - 18:00 

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, 519 საკონფერენციო დარბაზი

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი