ანონსები
27 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ახალი პროექტის - "სამეცნიერო ოთხშაბათის" რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც წარუძღვება სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ნატა სტურუა. შეხვედრის თემა იქნება "დასაქმებული პირის განსაზღვრის კრიტერიუმები არასტანდარტულ შრომით ხელშეკრულებებში, თვითდასაქმებული პირები".
"სამეცნიერო ოთხშაბათები" არის საქართველოს უნივერსიტეტის ახალი პროექტი, რომლის მიზანიცაა, აკადემიური პერსონალისათვის კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება.
თარიღი: 27 მარტი
დრო: 16:30 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #710