ანონსები
5 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ოზურგეთში მდებარე გურიის რეგიონულ ოფისში, სემინარებს ჩაატარებს სწავლების G-PriEd-ული მოდელის გაცნობის მიზნით რეგიონში მცხოვრები პედაგოგებისთვის.
სემინარის მიზანია პედაგოგებისთვის სწავლების ინოვაციული მეთოდებისა და რესურსების გაზიარება.
სემინარი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საბაზისო საფეხურის (VII კლასიდან და ზემოთ) მათემატიკის პედაგოგებს, ვისაც აღნიშნული მოდელის სემინარები აინტერესებთ.
სემინარს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესიული განვითარების ცენტრის UG-PriEd-ის ტრენერ-კონსულტანტები გაუძღვებიან.
სემინარზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/2Us2gQV
გთხოვთ გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
თარიღი: 05.05.2019
დრო: 12:00 სთ- 17:00 სთ
ადგილი: ოზურგეთი, ჭავჭავაძის N12