ანონსები
8 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს სემინარს თემაზე: „ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე რისკები და გამოწვევები“.
მოწვეული სპიკერი: დელოიტ საქართველოს რისკების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი გურგენიძე.
ბ-ნ გიორგი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოში, კიბერ-უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფში.
შემდეგ კარიერა განაგრძო საქართველოს ბანკში, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
2016-2017 წლებში იკავებდა მენეჯერის პოზიციას „დელოიტ ბრიტანეთის“ ლონდონის ოფისში, რისკების მართვის მიმართულებით.
ინფორმაციული უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი დაიცვა Royal Holloway, University of London-ში. დასწრება თავისუფალია!
თარიღი: 08.12.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 14:00 სთ