ანონსები
შეხვედრა KETTARI FOUNDATION-ის წარმომადგენლებთან, საქართველოს უნივერსიტეტში.
Kettari Foundation ისრაელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს კრეატიულ სტარტაპებს საქართველოსა და მსოფლიოში. ფონდი საქართველოში გეგმავს სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას შემოქმედებითი ინდუსტრიებისათვის.
Kettari უნიკალური კონცეფციაა, რომელიც მოიცავს რამდენიმე მიმართულებას და აკადემიის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის აუდიტორიას, სთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კუთხით.
დრო: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი.
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, მეოთხე კორპუსი, 519-ე აუდიტორია.