ანონსები
ძვირფასო სტუდენტებო, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს უნივერსიტეტი ხელს უწყობს ეკომეგობრული გარემოს შესახებ ცნობადობის გაზრდას. უნივერსიტეტის კამპუსში, ყველა სართულზე განთავსებულია ECOVE-ს ონკანები, რომელთა დახმარებითაც ასობით პლასტმასის ბოთლის დაზოგვა ხდება.
ამჯერად, გვსურს მოგიწვიოთ "ტენე"-ს დამფუძნებელთან, სანდრო ლილუაშვილთან შეხვედრაზე. "ტენე" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია და მისი მიზანი მეორადი ნარჩენების გადამუშავების გზით, გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაა.
შეხვედრაზე "ტენე"-ს დამფუძნებელი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და მოუყვება, თუ რა გზა გაიარა ეკომეგობრულმა სტარტაპმა დიდი წარმატებების მიღწევამდე.
რა თქმა უნდა, შეხვედრაზე გავათამაშებთ სხვადასხვა საჩუქრებს
დრო: 19 მაისი, 18:00
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, აუდიტორია N519