ანონსები
29 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს სიმპოზიუმს თემაზე: „საექთნო საქმე საქართველოში - აწმყო და მომავალი“.
სიმპოზიუმის მიზანია საქართველოში საექთნო საქმის არსებული მდგომარეობის ანალიზი, ნორთვესტის უნივერსიტეტის (აშშ, ვაშინგტონი) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო პროგრამის სტუდენტების მიერ საქართველოს სხვადასხვა ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევების შედეგების გაცნობა.
თარიღი: 29.02.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 14 - 18 სთ