ანონსები
23 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გორში მდებარე შიდა ქართლის რეგიონულ ოფისში საჯარო ლექციას თემაზე- „პროფესია ფსიქოლოგი“ გამართავს.
ლექციის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგებზე, მათ შორის: სოციალური, განვითარების, პიროვნების, კლინიკური, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის შესახებ.
საჯარო ლექციას საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი- ქ-ნ ნანა ბურდული გაუძღვება.
თარიღი: 23.04.2018
დრო: 13:00 სთ
ადგილი: ქ.გორი, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი, სტალინის ქუჩა #25