ანონსები
6 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ზუგდიდში მდებარე სამეგრელოს რეგიონულ ოფისში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე- „სოციალური მედია კამპანიები“.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· სოციალური მედიის არსი ;
· სოციალური მედიის სწორად გამოყენება;
· კონტენტის შექმნის პრინციპები;
· სოციალური მედია კამპანიის მაგალითები.
სპიკერი: სტრატეგიული კომუნიკაციების (PR) და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი- ქ-ნ ლელი ბიბილაშვილი
თარიღი: 06.12.18
დრო: 15:30 სთ
ადგილი: ქ.ზუგდიდი, გამსახურდიას N12