ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

სტუდენტური კონკურსი მომავალი დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის

11 November 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გერმანული ბრენდი „ჰანსგროე“ (Hansgrohe) და გალერეა „დემასი“ ერთობლივ სტუდენტურ კონკურსს უმასპინძლებენ. პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან „ჰანსგროეს“ ინოვაციურ პროდუქციას და შექმნიან საცხოვრებელი ბინის სანიტარული კვანძების თანამედროვე დიზაინ-პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები პირადი გასაუბრებების საფუძველზე შეირჩნენ. მუშაობის პროცესში კი, მათ მოუწევთ იმუშაონ საცხოვრებელი ბინის სანიტარული კვანძების პროექტზე. ინტერიერის კონცეფციის შემუშავება ახალგაზრდა წყვილისთვის, გერმანული ბრენდის Hansgrohe-სა და შოურუმ „დემასის“ მიერ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გამოყენებით.

პროექტში ჩართული სტუდენტების ნამუშევრები, სპეციალური ჟიურის ჩართულობით, შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ინოვაციურობა და არჩეული სტილისტური კონცეფციის (მინიმალიზმი/ეკო/სმარტ) ორიგინალური გადაწყვეტა.
  • ერგონომიკა და სივრცის გონივრული, ფუნქციური დაგეგმარება.
  • Hansgrohe-ს პროდუქციისა და „დემასის“ მასალების ტექნოლოგიური და ესთეტიკური უპირატესობების სწორი ინტეგრაცია.
  • ნახაზებისა და 3D ვიზუალიზაციის შესრულების მაღალი გრაფიკული ხარისხი.

დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ დაწესებული პრიზები: 

  • გრან პრი: საგზური ორ ადამიანზე გერმანიაში
  • I ადგილი: 1000 ლარი
  • II ადგილი: 750 ლარი
  • III ადგილი: 500 ლარი

დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 24 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში. 

დრო: 24 ნოემბერი, 15:00 საათი 

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი