ანონსები
19 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, გაიმართება “სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში”.
კონფერენციის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეცნიერების პოპულარიზაცია, ამ მიმართულების სტუდენტთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს შემდეგი მიმართულებებით:
კონფერენციაზე ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია ზეპირი ან სტენდური პრეზენტაციის სახით. მიიღება, როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები - არაუმეტეს 2 თანაავტორისა. თითოეულ მონაწილეს/თანაავტორს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ პრიზები.
მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ განაცხადი, თეზისი - არაუმეტეს 300 სიტყვისა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 16 ივლისი.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/fwnBmC9m84Nc5Q4J7
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვართეთ:
m.buzhghulashvili@ug.edu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: PULLMAN TBILISI AXIS TOWERS, ჭავჭავაძის გამზირი N37.