Technovation Girls გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, შექმნათ კლუბი თქვენს სკოლაში!
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 17 წელია, მსოფლიოს 80 ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, შეიმუშავებენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებს და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს.
პროექტის მასპინძელი საქართველოს უნივერსიტეტია. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ინოვაციების ცენტრი ReThink, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაცია, კვანტური ტექნოლოგიების ასოციაცია, Idea Design Group და HT Solutions.
Technovation Girls პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგოებს (ორი ასაკობრივი კატეგორია 13-15 წელი და 16-18 წელი).
პროგრამა დაიწყება ნოემბერში და დასრულდება მაისში რეგიონალური კონფერენციით, სადაც თითოეული გუნდი წარადგენს მათ მიერ შექმნილ პროექტებს. კონფერენციაზე შეირჩევა საქართველოს გამარჯვებულები და მსოფლიო შეჯიბრების ნახევარფინალისტები. საუკეთესო 20 გუნდი მენტორებთან ერთად ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან ტექნოლოგიურ ბანაკში.
პროექტი სრულად მოხალისეობრივია და მისი შინააარსობრივი ნაწილი - ტრენინგები და პროექტებზე მუშაობა მენტორების მეთვალყურეობით ხორციელდება.
კლუბის შესაქმნელად საჭიროა, შეარჩიოთ მინიმუმ 15 მონაწილე (ერთ-ერთი ან ორივე ასაკობრივი ჯგუფიდან) და ერთი ხელმძღვანელი. კლუბის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სკოლის აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი, ინგლისურის საბაზისო ცოდნით. სკოლის რეგისტრაციის დროს არაა აუცილებელი, უკვე გყავდეთ შერჩეული მოსწავლეები. კლუბის ფუნქციონირებისთვის საჭიროა დირექტორის თანხმობა.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დეტალურად დაგაკვალიანებთ, თუ როგორ უნდა მართოთ კლუბი, შექმნათ გუნდები, მიუჩინოთ მენტორები, გამოიყენოთ კურიკულუმი და დაეხმაროთ გოგოებს მთელი პროექტის განმავლობაში.
საუკეთესო შედეგების მაჩვენებელი სკოლები მიიღებენ სპეციალურ პრიზებს საქართველოს უნივერსიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციებისგან. კლუბის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელი გახდება Technovation Girls კლუბების ელჩი.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია მოცემულ ბმულზე 15 ნოემბრამდე: https://forms.gle/xPsakNR2jLXC2sGr5
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: technovation@ug.edu.ge