ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი FuturePR

19 October 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, კიდევ ერთხელ, EUPRERA-ს (Public Relations Education and Research Association) ორგანიზებით და ICCO-სთან (International Communications Consultancy Organization) თანამშრომლობით, აანონსებს საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსს "FuturePR" ეს კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის, ჩაერთონ გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში, განავითარონ პრაქტიკული PR უნარები და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე.

კონკურსის მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურული გამოცდილების მქონე სტუდენტების გაერთიანება, რათა PR და კომუნიკაციის ინსტრუმენტებით დაუპირისპირდნენ დეზინფორმაციასა და პოლარიზაციას. კონკურსის მთავარი თემაა მედიაწიგნიერების, მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის მხარდამჭერი PR სტრატეგიების შემუშავება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სტრატეგიული კომუნიკაციების და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მე-2 ან უფრო მაღალი კურსის სტუდენტებს.

კონკურსი ტარდება ონლაინ რეჟიმში და შედგება ორი ირითადი ეტაპისგან:

პირველი ეტაპი (ინდივიდუალური ეტაპი და მასტერკლასები):

  • ნომინირებული სტუდენტები დაესწრებიან საერთაშორისო ექსპერტების მასტერკლასებს და გაეცნობიან საერთო ბრიფს.
  • სტუდენტები შეასრულებენ ინდივიდუალურ დავალებას - მოამზადებენ ვიდეო ანალიზს ბრიფთან დაკავშირებულ საკითხზე.

მეორე ეტაპი (ფინალი და გუნდური მუშაობა):

  • ნამუშევრების შეფასების საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო 30 ფინალისტი.
  • ფინალისტები გადანაწილდებიან 10 საერთაშორისო გუნდში (3 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან).
  • თითოეულ გუნდს გამოეყოფა საერთაშორისო მენტორი, რომლის დახმარებითაც შეიმუშავებენ საბოლოო PR სტრატეგიას და წარადგენენ მას ჟიურის წინაშე.

კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღები: 

  • შიდა შერჩევა და სტუდენტების ნომინირება UG-ის მიერ - 14 ნოემბრამდე 
  • (Intro Week): ბრიფის წარდგენა და ექსპერტების მასტერკლასები - 16-20 ნოემბერი
  • ინდივიდუალური დავალების (ვიდეო ანალიზი) ჩაბარების ბოლო ვადა - 22 ნოემბერი
  • ჟიურის მიერ ნამუშევრების შეფასება - 23-27 ნოემბერი, 29 ნოემბერს გამოცხადდება 30 ფინალისტი
  • (Teamwork Week): გუნდური მუშაობა მენტორებთან ერთად - 30 ნოემბერი - 7 დეკემბერი
  • ფინალური პრეზენტაციების ჩაბარების ბოლო ვადა - 8 დეკემბერი
  • Grand Finale: Pitch Day, ფინალური პრეზენტაციები, ჟიურის შეფასება და დაჯილდოება (ონლაინ) - 10 დეკემბერი 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მონაცემები 31 ოქტომბრამდე და დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/1NKFp1JCnb8z3Jp97

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი