საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს „მასწავლებლის გავლენის ჯილდოს“ - ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს იმ პედაგოგების აღმოჩენას, მხარდაჭერასა და პროფესიულ აღიარებას, ვინც საკუთარ საქმიანობას რეალურ და მდგრად ცვლილებად აქცევს.
ეს არ არის მხოლოდ საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენის კონკურსი.
ეს არის პლატფორმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან გავლენას მოსწავლეებზე, კოლეგებზე, სკოლასა და მთლიანად საზოგადოებაზე.
რას ნიშნავს „მასწავლებლის გავლენა“?
ჩვენ ვეძებთ მასწავლებლებს, რომელთა საქმიანობა სცდება საკლასო ოთახის საზღვრებს და ქმნის გრძელვადიან შედეგებს განათლების ეკოსისტემაში.
გავლენა ნიშნავს ცვლილებას, რომელიც:
რატომ არის ეს კონკურსი გამორჩეული?
„მასწავლებლის გავლენის ჯილდო” არ არის ერთჯერადი დაჯილდოება - ეს არის მხარდაჭერისა და განვითარების პროცესი.
·
მხარდაჭერა დაჯილდოებამდე
პროექტი არ ელოდება მხოლოდ მზა შედეგებს. მასწავლებლები იღებენ მხარდაჭერას და გაძლიერებას კონკურსის მიმდინარეობის პროცესშიც.
·
პრაქტიკული ინსტრუმენტები
მონაწილეებს ექნებათ წვდომა ვორქშოფებზე, ფორუმებზე, საჯარო ლექციებსა და პროფესიულ რესურსებზე, რომლებიც დაეხმარება მათ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
·
გავლენის ქსელი
კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა გავლენის ქსელი - პროფესიონალების გაერთიანება, რომლებიც ერთად ქმნიან განათლების მომავალს.
კონკურსის ღირებულებები
ინიციატივა ეფუძნება პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს თანამედროვე განათლებას:
განაცხადების მიღება დაიწყო
თუ შენ ქმნი ცვლილებას, ავითარებ მოსწავლეებს, აძლიერებ კოლეგებს და გავლენას ახდენ განათლების განვითარებაზე - ეს კონკურსი შენთვისაა.
გახდი „მასწავლებლის გავლენის“ ჯილდოს კანდიდატი და გააზიარე შენი გავლენა.
ჯილდოზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ივლისამდე, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ugforteachers.ug.edu.ge/apply_award
„მასწავლებლის გავლენის“ ჯილდო ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის წლიური ინიციატივის - „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლისათვის“ - ფარგლებში. პროექტის მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა მთელი წლის განმავლობაში.
ინიციატივა ეფუძნება რწმენას, რომ ყველაფერი იწყება მასწავლებლით - მეგზურით, ლიდერით და იმ ადამიანით, ვინც განათლების სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის.