ანონსები
12 ნოემბერს ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია ცხოველების მიმართ ტოლერანტობის შესახებ.
სპიკერები:
თიკო კვალიაშვილი - ცხოველთა უფლებების აქტივისტი
თინათინ ჭავჭანიძე - ფსიქოლოგი, ორგანიზაცია ცხოვრელთა უფლებების კომიტეტის დამფუძნებელი.
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ უნივერსიტეტის ეზოში მოიყვანონ თავიანთი შინაური ცხოველები და არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ ცხოველთა უფლებების აქტივისტს. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირად შეტყობინებაში გამოგზავნოს ფოტო შინაურ ცხოველთან ერთად, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის Facebook გვერდზე აიტვირთება.
მსურველებს შეუძლიათ, მოიტანონ საკვები, რომელსაც შევაგროვებთ და გადავცემთ დაუცველ ცხოველებს.
დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 12.11.2018
დრო: 17:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსის ეზო