საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის კვირეულის ტრადიცია გრძელდება!
27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტის კამპუსში საჯარო ლექციები და სხვადასხვა აქტივობები ჩატარდება:
- 27 ნოემბერი, 18:00 - ტოლერანტობა ქართულ საზოგადოებაში, სპიკერი - ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი.
- 28 ნოემბერი, 12:00 - ტოლერანტობა რელიგიაში, სპიკერები - რუსუდან გოცირიძე, ბექა მინდიაშვილი, არჩილ მეტრეველი.
- 29 ნოემბერი, 17:00 - ტოლერანტობა სოციალურ მედიაში, სპიკერები - ნიკა ქავთარაძე, სოფო გელავა, ჯაბა ქურიძე.
- 30 ნოემბერი, 17:00 - ფილმის ჩვენება.
- 1 დეკემბერი, 17:00 - ფოტოკონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა და გამოფენა.
დასწრება თავისუფალია.
ადგილი: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია 519