ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ტოლერანტობის კვირეული 2025

17 November 2025

 

საქართველოს უნივერსიტეტში, ტოლერანტობის კვირეული 2025 იწყება. 

უნივერსიტეტი, ყოველწლიურად ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერი, ტრადიციულ, ტოლერანტობის კვირეულს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ტარდება. 

წელსაც, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია განსხვავებული და შინაარსობრივად განსხვავებული ღონისძიებები, რომელიც ერთი თემის, ტოლერანტობის, იდეის ირგვლივ ერთიანდება. 

17 ნოემბერი - კვირეულის გახსნის დღე, კინოჩვენება, "The Green Book" , 19:00 საათი, 519 საკონფერენციო დარბაზი. 

18 ნოემბერი - სტუდენტური დებატები - რექტორთან, ღონისძიება დებატების სტუდენტური კლუბის პროექტის - „ედებატე ლექტორს“ - გაგრძელებაა და პირველი ტური ლექტორთა გამარჯვებით დასრულდა. სტუდენტების დიდი ინტერესისა და ჩართულობის საფუძველზე გადაწყდა დებატების მეორე ტურის - რევანშის ჩატარება, რომელიც ამჯერად ტოლერანტობის თემას მიეძღვნება. 15:00 საათი, 519 საკონფერენციო დარბაზი. 

19 ნოემბერი - ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში პოსტერების კონკურსი თემაზე: "TOLERANCE is FREEDOM" კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა, 17 ნოემბრის ჩათვლით, გამოგვიგზავნოთ საინტერესო და ორიგინალური ნამუშევარი მოცემულ თემატიკაზე. პოსტერი მომზადებული უნდა იყოს გრაფიკულად და გამოაგზავნოთ მეილზე: pr@ug.edu.ge გამარჯვებული პოსტერების გამოვლენა, გაიმართება 19 ნოემბერს, 17:00 საათზე, 519 საკონფერენციო დარბაზი.

20 ნოემბერი -  საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება შემოქმედებითი ღონისძიება - „წარმოაჩინე შენი ქვეყანა“!  UG-ის მრავალფეროვანი სტუდენტური საზოგადოება, 70-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთიანდება იმისთვის, რომ ერთმანეთს გააცნონ საკუთარი კულტურა და ტრადიციები.პროექტის ფარგლებში, გამოვლინდება ყველაზე ორიგინალური და დასამახსოვრებელი სტენდის ორგანიზატორი გუნდი, რომელიც მიიღებს ფულად პრიზს - 500 ლარს. 12:00-15:00 საათი, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსის ეზო.

21 ნოემბერი - ტოლერანტობა ლიტერატურაში, საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს წიგნის ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართება თანამედროვე ლიტერატურის პრეზენტაცია-გაყიდვა, ახალგაზრდებისთვის და არამარტო მოეწყობა ინტერაქციული შეხვედრა, სადაც მოწვეული გამომცემლობები წარადგენენ ახალ მხატვრულ ლიტერატურას, ტოლერანტობის თემის ირგვლივ. 15:00 - 18:00 საათი, 519 საკონფერენციო დარბაზი.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი