ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით მორიგი ტოლერანტობის კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდება აქტუალური საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები წაიკითხავენ.
ლექციებზე დასწრება თავისუფალია, სტუმრებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კვირეულის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება და პერფორმანსი სტუდენტების ჩართულობით. სტუმართა სია მოიცავს საზოგადო მოღვაწეებს, ტელე წამყვანებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის და მე -12 კლასელებისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით გამოაცხადა კონკურსი - „ტოლერანტობა თავისუფლებაა“. მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ სოციალური კამპანია ტოლერანტობასთან დაკავშირებით. გამარჯვებულს საქართველოს უნივერსიტეტი გამოუყობს ბიუჯეტს კამპანიის განსახორციელებლად.
საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას გასულ წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია „ტოლერანტობა თავისუფლებაა!”
ტოლერანტობის კვირეულის განრიგი:
16 ნოემბერი - „სიტყვის და თვითგამოხატვის თავისუფლება და ტოლერანტობა“
17 ნოემბერი - „ტოლერანტობა საჭესთან და ქომაგობის დროს“
18 ნოემბერი - „ტოლერანტობის პოლიტიკური კონტექსტი“
19 ნოემბერი - „შეზღუდული შესაძლებლობები და ტოლერანტობა“
20 ნოემბერი - „გენდერული თანასწორობა“