ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრი- „კონტაქტი“ გთავაზობთ სასერთიფიკატო ტრენინგ კურსს- „ადამიანური რესურსების მართვა“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· HR-ის მნიშვნელობა კომპანიაში;
· პერსონალის ადმინისტრირება, კომპენსაციების და შრომის ანაზღაურების სისტემის დანერგვისა და წარმოების მექანიზმებს;
· პერსონალის შერჩევის მეთოდები და შეფასების სისტემები;
· ტრენინგებისა და თანამშრომელთა განვითარების გზები;
· ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა;
ტრენინგ კურსს გაუძღვება „ბი ემ სი გორგიას“ HR ხელმძღვანელი- სოფო ტუფურია.
სოფო ტუფურია- ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოს უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი, „ნიკორას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
ტრენინგის ღირებულება- 400 ლარი.
ფასდაკლებები მოქმედებს:
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - 300 ლარი ;
სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის- 350 ლარი.
ტრენინგი ჩატრდება შემდეგ დღეებში- 16, 17, 23, 24,30 მარტი (შაბათი 18:00-21:00 სთ, კვირა 13:00-19:00 სთ)
ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1IkV8qqBLCeYARDxHwMve0aaGo-q9dFNc3NnwvDPWYOI/edit
მიმღები: საქართველოს უნივერსიტეტი ს/კ 205037137
ბაზის ბანკი- GE24BS0000000088236654
ქვითრები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: contact.psychocenter@ug.edu.ge
თარიღი: 16.03.2019
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი #706