ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG Startup Factory აცხადებს მიღებას პროგრამაზე „ინოვაციური ზაფხული“. პროგრამის მიზანი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გზით ინოვატორი, თანამედროვე და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბებაა.
ტრენინგის ფარგლებში დამსწრეები მენეჯმენტის, მეწარმოებისა და ინოვაციების მიმართულებით მნიშვნელოვან რჩევებს მიიღებენ.ინოვაციური ზაფხულის განმავლობაში მონაწილეების ლიდერობის; გუნდური მუშაობის, ეფექტური პრეზენტაციის, პროექტების მართვის და მეწარმეულ უნარ-ჩვევებს განავითარებენ.
სატრენინგო საათების გარდა მონაწილეები კვირის განმავლობაში შეძლებენ სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მოსმენას არაფორმალურ გარემოში (ბუნებაში, ორიგინალურ ნაგებობაში და სხვა ლოკაციებზე.)
მონაწილეებს წინ ელოდებათ ბევრი მხიარულება და საინტერესო დავალებები, რომელთა შესრულებითაც შეეცდებიან მცირედით მაინც შეცვალონ მათ გარშემო არსებული გარემო.
მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeL3AnIbwfLiFD-w-IgdDuYBWvv8hK4-SK_AjzN5TVirKjzzA/viewform
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა - 9 ივლისი.
ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო, მაგრამ მოხვედრა შეეძლება 20 საუკეთესო აპლიკანტს.