ანონსები
10 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს თემაზე "კარიერული განვითარება".
ტრენინგს ჩაატარებს კრედო ბანკის HR მენეჯერი ქ-ნი ნინო კევლიშვილი.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
როგორ შევადგინოთ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი?
როგორ მოვახდინოთ კარგი შთაბეჭდილება გასაუბრებაზე?
სამუშაოს ძიების პროცესში ხშირად დაშვებული შეცდომები
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება. განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები და დამსწრეები მიიღებენ ინდივიდუალურ რჩევებს.
მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე - https://goo.gl/cVnPxd
ტრენინგი უფასოა და დასწრება ღიაა არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტების, არამედ ყველა მსურველისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს ნომერზე - 2 55 22 22 (შიდა ნომერი 388).
თარიღი: 10.10.2018
დრო: 18:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519