ანონსები
27 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს თემაზე „წარმატებული გასაუბრების ფორმულა“.
ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი მარიამ ჯანჯარია.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
* როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?
* როგორ დავარწმუნოთ დამქირავებელი ჩვენს პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაში?
* სხეულის ენა, როგორც არავერბალური კომუნიკაცია.
ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება. განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები და დამსწრეები მიიღებენ ინდივიდუალურ რჩევებს.
მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე -
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScVwODqvsKK0ylmXgGpTpVaFGlgUZmZFo4tofVfwMVbrQvPdg/viewform
ტრენინგი უფასოა და დასწრება ღიაა არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტების, არამედ ყველა მსურველისათვის.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს ნომერზე - 2 55 22 22 (შიდა ნომერი 388).
თარიღი: 27.11.2018
დრო: 17:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, #519