ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი განაგრძობს მიმდინარე სემესტრის ტრენინგების სერიას - „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“.
4 აპრილს, დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი უმასპინძლებს ტრენინგს თემაზე - „როგორ დავწერო პროფესიონალური სამოტივაციო წერილი.
ტრენინგზე პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:
რა მნიშვნელობა აქვს სამოტივაციო წერილს?
რა უნდა გავითვალისწინოთ სამოტივაციო წერილის შედგენისას?
ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი, პროფესიით ფსიქოლოგი, ქ-ნ ელიზავეტა სოლოღაშვილი.
დასწრება თავისუფალია!
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ლინკზე: https://forms.gle/orsQWmrRr1RbRgmA6
თარიღი: 04.04.2019
დრო: 17:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519