ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი განაგრძობს მიმდინარე სემესტრის ტრენინგების სერიას - „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“.
13 ნოემბერს, გთავაზობთ ტრენინგების სერიას IV ნაბიჯზე თემაზე: “პერსონალური ბრენდინგი და ნეთვორქინგი“. ტრენინგი გიპასუხებთ შემდეგ კითხვებზე:
· რა არის პერსონალური ბრენდინგი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
· როგორ გამოვიყენოთ პერსონალური ბრენდინგი კარიერის დაგეგმვაში?
· რა არის ნეთვორქინგი და როგორ გამოვიყენოთ?
ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ქ-ნ მარიამ ჯანჯარია.
დასწრება თავისუფალია!
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ლინკზე - ლინკი
თარიღი: 13.10.2019
დრო: 15:30 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი,საკონფერენციო დარბაზი #519