ანონსები
7 მარტიდან-29 მარტის ჩათვლით, „ინტელექტის განვითარების ჰაბი“ საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართავს ტრენინგს თემაზე: „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამართლებრივი გზები“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· საჯარო რეესტრის არსი და მნიშვნელობა:
· საჯარო რეესტრის ისტორია, უფლებამოსილებები და წინამორბედი სარეგისტრაციო ორგანოები;
· უფლების დამდგენი დოკუმენტების კლასიფიკაცია;
· თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
· სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია;
· საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების პრივატიზება და რეგისტრაცია;
· ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობა საკუთარი უფლების რეგისტრაციის ჭრილში;
· საკუთრების უფლებისა და რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა უფლებების რეგისტრაციის სამართლებრივი პოლიტიკა, სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სპიკერი: გოდერძი გრიგალაშვილი- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურისტი, საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრი.
თარიღი: 07.03.2020-29.03.2020
შეხვედრის დრო: შაბათი- 18:00 სთ, კვირა- 15:00 სთ
ტრენინგზე დასწრების ღირებულება: 120 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე:
· 558 07 01 03 · Goderdzigrigalashvili1@gmail.com