ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საკვირაო სკოლა აცხადებს IX-XII კლასელების მიღებას
"UG ჯანსაღი მომავლისთვის - ისწავლეთ პირველი დახმარება" პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
სასწავლო კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომლებიც:
- დაინტერესებული არიან ბიომედიცინით და/ან ჯანდაცვის მეცნიერებებით, როგორც სამომავლო პროფესიით;
- არიან მაღალი აკადემიური მოსწრების ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ანატომიაში;
- ფლობენ ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარებს;
- ფლობენ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნებისა და მოსმენის უნარებს;
- ფლობენ ინგლისურ ენას (სავალდებულოა).
კურსის ხანგრძლივობა 12 კვირა.
სწავლების დღე: კვირა.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა ელექტრონულ ფოსტაზე: m.machitidze@ug.edu.ge გამოაგზავნეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- სახელი, გვარი;
- სკოლა, მიმდინარე კლასის საფეხური;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 1 თებერვალი.
ელექტრონული ფოსტის ველში "თემა" (subject) მიუთითეთ: ''საკვირაო სკოლა 2025 - გაზაფხულის სესია.''