ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

შეხვედრა: „კომპიუტერული თამაშები- UG Games” ახალციხეში
15 October 2019

15 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი, ქ.ახალციხეში უმასპინძლებს შეხვედრას თემაზე: „კომპიუტერული თამაშები-UG Games”.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება გეიმინგ ინდუსტრიის ბაზრის არსებული და სამომავლო პერსპექტივები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დამსწრეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა შექმნან საჭირო ძრავის დახმარებით მარტივი თამაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრაზე გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტში შექმნილი თამაშების პრეზენტაცია და ტესტ-თამაში.

აღნიშნული მასტერკლასის  მოსმენის შემდგომ მსმენელს შეეძლება გააცნობიეროს თამაშების ინდუსტრიის არსი, მნიშვნელობა და შემდგომი დაინტერესების შემთხვევაში თავისუფლად შეძლოს აღნიშნულ მასტერკლასზე განხილული თემების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სწავლა და თამაშების შექმნის სპეციფიკის გაცნობა.

ღონისძიება განკუთვნილია მე-10 და მე-11 კლასელებისთვის.

სპიკერი: თორნიკე იმედაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სისტემური ადმინისტრატორი.

თარიღი: 15.10.19

დრო: 15:00 სთ

ადგილი: ქ.ახალციხე, კოსტავას 10

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი