ანონსები
ძვირფასო აბიტურიენტებო საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ 3 დღიან ბანაკში, 6-8 თებერვალს, ბაკურიანში, სადაც შესაძლებლობა გექნებათ მეგობრულ გარემოში გაეცნოთ სოციალური მეცნიერებების პროფესიებს.
3 დღის განმავლობაში საქართველოს უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამების ხელმძღვანელები, ლექტორები და სტუდენტები ჩაგიტარებენ მასტერკლასებს, საინტერესო ლექციებს, სიმულაციურ თამაშებს ფსიქოლოგიაზე, პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, ჟურნალისტიკასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებზე.
გარდა ამისა, ბანაკში გელოდებათ:
კარაოკე ფართი
გასართობი აქტივობები
სპორტული აქტივობები
სიურპრიზები
და რაც მთავარია ახალი მეგობრები და ძალიან კარგი მოგონებები
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: