ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი- UG Startup Factory უმასპინძლებს სტარტაპ აქსელერატორის მეორე ნაკადის დემო დღეს, სადაც სტუდენტური სტარტაპები ე.წ Pitch-ის პრინციპით წარადგენენ საკუთარ ინოვაციურ პროექტებს ფართო აუდიტორიის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ Demo Day-ზე წარმოდგენილი სტარტაპებიდან, 4 საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით.
იხილეთ სტარტაპები:
1. InnEmploy - დასაქმების ახალი პლატფორმა, რომელშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია;
2. Memory Capsule - გასართობი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება საკუთარი მოგონებების გახსენებაში;
3. Geo Parking - ახალი საპარკინგე სისტემა კერძო და საჯარო პარკირების ადგილებისთვის, რომელიც ასევე ჭრის საცობების პრობლემას;
4. ABC Health - აპლიკაცია, რომლის გამოყენებითაც ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს დაუთვლის ყოველდღიურ რაციონს ჯანსაღი კვებისთვის და შემდგომ ავტომატურად მოახდენს კვების ახალი განრიგის შედგენას და ურჩევს მომხმარებელს თუ კონკრეტული რაციონის მისაღებად სად უნდა შეიძინოს პროდუქცია;
5. DRo - აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ საკვებ ობიექტებზე დროის დაზოგვაში;
6. Magena - მობილური აპლიკაცია, რომელიც ტურისტებს დაეხმარება ღირსშესანიშნაობების აღმოჩენასა და მათ დასათვალიერებლად სასურველი მარშრუტის დაგეგმვაში;
7. FX Peak - ბლოქჩეინ ტექნოლოგიით შექმნილი სავაჭრო პლატფორმა;
8. MedDelivery - დეფიციტური წამლების მიტანის სერვისი;
9. TTM - სიჩქარის დინამიური მართვის მოწყობილობა;
ღონისძიების განრიგი:
19:00 - 19:30 - Registration / Welcome;
19:30 - 20:15 - Startup Pitches;
20:15 - 21:00 - Networking Session.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
თარიღი: 20.12.18
დრო: 19:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519