ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტი წელს პირველად ბათუმში დამსვენებლებს უპრეცენდენტო სიახლეს - სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ ისარგებლოს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანით და ამით საკუთარი დასვენების პერიოდი კიდევ უფრო სასიამოვნო, საინტერესო და სასარგებლო გახადოს. საქართველოს უნივერსიტეტის სანაპიროს ბიბლიოთეკაში ზღვაა საკითხავი.
ბიბლიოთეკაში განთავსებული იქნება სხვადასხვა ჟანრის წიგნები, მათ შორის ბესტსელერები და საბავშო ლიტერატურა. წარმოდგენილი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის პროდუქციაც. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში სტუმრებს საინტერესო ღონისძიებები ელით.
საქართველოს უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დამსვენებლებს სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს. წელს UG სანაპიროს ბიბლიოთეკა გელით 6-22 აგვისტოს ყოველდღიურად 10:00-18:00 საათებში ბათუმის ბულვარში, სასტუმრო ჰილტონის გასწვრივ სანაპიროზე.