საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს, მასწავლებლებისთვის ერთიანი პროექტის ფარგლებში თემატური ტრენინგების ჩატარებას, შემდეგი ვორქშოფი "თანამედროვე მიდგომები და ციფრული რესურსების გამოყენება ისტორიის სწავლებაში" გაიმართება 15 მაისს.
ვორქშოფი მიზნად ისახავს ისტორიის სწავლებისას ისტორიის მასწავლებლებისათვის თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ციფრული რესურსების ეფექტიანი გამოყენების გაცნობას. ვორქშოფის მონაწილეები განიხილავენ ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიებს, კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ მეთოდებსა და იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც მოსწავლეთა მეტ და აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს ისტორიის სწავლებისას.
შეხვედრის მოდერატორი: ცირა ჩიკვაიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის უფროსი.
ვორქშოფზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/srmkotW8xJsUNUny5
თარიღი: 15 მაისი, 15:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი