ანონსები
29 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში, მორიგი ტოლერანტობის კვირეული გაიმართება.
კვირეულის განმავლობაში, უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდება საინტერესო დისკუსიები და საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი ადამიანები წაიკითხავენ.
კვირეულის მანძილზე ყურადღება დაეთმობა შემდეგ აქტუალურ საკითხებს:
29 ნოემბერი - ტოლერანტობა პოლიტიკაში - shorturl.at/emxMU
30 ნოემბერი - რას ნიშნავს ტოლერანტობა? - shorturl.at/zDLU8
2 დეკემბერი - კულტურის საღამო - shorturl.at/dhwDK
დასწრება თავისუფალია!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა, ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციის ნიშნად, ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია - "ტოლერანტობა თავისუფლებაა".
საქართველოს უნივერსიტეტში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები. ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის სავალდებულოა არანაკლებ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ან 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის პასუხის წარდგენა.