ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ზამთრის სკოლაში- „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“, რომელიც ჩატარდება 15-17 თებერვალს, ბორჯომში, სასტუმროში- „ბორჯომი-ლიკანი“.
მონაწილეობა სტუდენტებისთვის უფასოა და ყველა ხარჯი ფინანსდება ფონდის მიერ.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.)
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია ელ-ფოსტაზე inistitute.criminallaw@gmail.com
· cv ფოტოსურათით;
· განვლილი სემესტრების ნიშნები;
· სამოტივაციო წერილი
განცახდების მიღების ბოლო ვადაა პირველი თებერვალი.
სკოლის ხელმძღვანელი- ბ-ნ ბაჩანა ჯიშკარიანი- საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მოწვეული ლექტორი- მარიუ შიუტცე.
ლექიცები ქართულენოვანია.