ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის, YOCOCU ITALY - ის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, 2-3-4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ კონფერენცია YOCOCU 2020 TBILISI სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მკვლევარებსა და სტუდენტებს საშუალება აქვთ თავიანთი კვლევის შედეგები ერთმანეთს გაუზიარონ
YOCOCU 2020 TBILISI კონფერენციის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში არსებული გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდეს ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის და ასევე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა კვლევარებსა და მეცნიერებს შორის პროფესიონალური კავშირების დამყარებას.
კონფერენციაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად გაეცნონ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს და TravelGis-ის მობილურ აპლიკაციას, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის ტურისტული და შემეცნებითი ტურები საქართველოს ყველა კუთხეში.