ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ცენტრები და ლაბორატორიები

ლაბორატორიები

 

 

ანატომიის ლაბორატორია

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში ფუნქციონირებს ადამიანის სხეულისა და ფუნქციის სამი ლაბორატორია (506, 410, 309). ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე, მრავალფუნქციური ანატომიური მულაჟებით, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ყველა სასწავლო პროგრამას.

ანატომიური მოდელები მოიცავს ადამიანის სხეულის ყველა ორგანოს და სისტემას. ლექტორების მეთვალყურეობის ქვეშ, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელოს პრაქტიკული დემონსტრაცია მულაჟზე. 

ადამიანის სხეულისა და ფუნქციის ლაბორატორიაში განთავსებულია 3D ანატომიური მაგიდა (Anatomage), სადაც ჩატვირთულია ადამიანის ვირტუალური 3D გვამები. ანატომიის მაგიდის მულტიფუნქციური შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს გაკეთდეს ვირტუალური გვამის დისექცია, დათვალიერდეს სხვადასხვა შრეები საუკეთესო რეზოლუციითა და დეტალიზაციით, თვალსაჩინოდ იქნას წარმოდგენილი ჰისტოლოგიური ქსოვილები, შინაგანი ორგანიების ფიზიოლოგია, კლინიკურ კორელაციებზე დაფუნებულ ტესტ-კითხვები და სხვა. 

ამასთანავე, ადამიანის სხულის და ფუნქციის ლაბორატორიაში არსებული Oculus Quest 2 ვირტუალური სათვალე, რომელშიც ჩატვირთულია პროგრამა - მედიაჰოლოდეკი და სამ ანატომიურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას იძლევა, უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესში დიგიტალიზაციის პროცესის დანერგვისა და გაძლიერების კუთხით. 

ადამიანის სხეულისა და ფუნქციის სამივე ლაბორატორია მორგებულია სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს, სტუდენტებისა და ლექტორების საჭიროებებს, რაც აუცილებელია სრულყოფილი განათლების მისაღებად.

Responsive image
Responsive image

 

ფიზიოლოგიის სასწავლო კვლევითი ლაბორატორია

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე კვლევებისთვის აუცილებელი ხელსაწყოებით. მათი გამოყენება პარაქტიკულ სემინარებზე არა მარტო ფიზიოლოგიის საბაზისო მექანიზმებში  გარკვევას  ემსახურება, არამედ სტუდენტებს კვლევებისათვის აუცილებელი  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, Labscribis კომპიუტერული პროგრამის და შესაბამისი ექსპერიმენტული კომპლექტის გამოყენებით შესაძლებელია გამოწვეული პასუხების, ელექტროგარდიოგრაფიის, ელექტროენცეფალოგრაფიის, სპირომეტრიის პარამენტრების რეგისტრაცია და მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება.

ლაბორატორიში არსებული ხელსაწყოებით, სტუდენტები ერთმანეთის ეკგ-ს, არტერიული წნევ ის მონაცემებს, სუთქვის პარამეტრების, სისხლში გლუკოზის და ჟანგბადის დონეს კლინიკური  ლაბორატორიების შესაბამისი მოთხოვნებით და სილაბუსებით გათვალისწინებული მეთოდებით იღრმავებენ ცოდნას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაბრატორიაში არსებული დღე-ღამური ციკლების შემსწავლელი  აქტიგრაფების გამოყენებით ტარდება კვლევა სტუდენტების ციკლური აქტივობისა და დარღვევების დასადგენად.  მედიცინის დეპარტამენტის სტუდენების კვლევითი აქტივობა მსოფლიოში ადაპტირებული კითხვარების გამოყენებითაც მიმდინარეობს (პიტსბურგის ძილის კვლევის კითხვარი, დეპრესიულობის და სტრესის კითხვარები). ლაბორატორიის ბაზაზე დამუშავებული მონაცემები წარდგენილია საერთაშორისო კონგრესებზე და გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალებში.

 

ფარმაციის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია

ფარმაციის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია უზრუნველყოფს როგორც პრაქტიკული სწავლების ასევე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების სამუშაოების ჩატარებას. ლაბორატორია აღჭურვილია სასწავლო-კვლევითი თემატიკისთვის საჭირო რეაქტივებით, ქიმიური ჭურჭლითა და აპარატურა-დანადგარებით.

ამჟამად კვლევით ლაბორატორიაში მიმდინარეობს ფარმაცევტული ქიმიისა და ფარმაცევტული ტექნოლოგიის პრაქტიკული სწავლება, აგრეთვე ორი კვლევითი პროექტი, როგორებიცაა: 1) „საქართველოში მოზარდი Cynanchum-ის გვარის მცენარეების ფესვების ფიტოქიმიური და ბიოლოგიური შესწავლა“ და 2) „ეკალღიჭის - Smilax excelsa ცალკეული ნაწილების ფიტოქომიური კვლევა ფარმაკოლოგიური პოტენციალის შესწავლისათვის“.

ფარმაციის სასწავლო-კვლევით ლაბორატორია ამჟამად მდებარეობს უნივერსიტეტის I კორპუსში, ოთახი 202.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი