ცენტრები და ლაბორატორიები
აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიული დანადგარებით (Pasco, National Instruments). ასევე, შექმნილია უნიკალური ლაბოლატორიული დანადგარები, რომლებიც იმართება LabView-ს მეშვეობით. ინჟინერიის ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ინჟინერიის საფუძვლები და ზოგადად ფიზიკის კანონები უშუალოდ ცდებზე დაკვირვებით. ლაბორატორიაში მოიცავს მექანიკის, ელექტროობისა და მაგნეტიზმის, ოპტიკისა და რადიოტექნიკის ამოცანების გადაწყვეტას. ლაბორატორიაში სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეიმუშაონ და შექმნან საკუთარი იდეების მიხედვით დანადგარები და LabView-ს მეშვეობით მოახდინონ ამ დანადგარების პროგრამული მართვა.