ცენტრები და ლაბორატორიები
სიმულაციური ჰოსპიტალი არის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მულტიპროფილური სიმულაციური ლაბორატორია, რომელიც წარმოადგენს საავადმყოფოს იმიტაციას. აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სასწავლო სიმულატორებით, მულტიფუნქციური მანეკენებითა და სამედიცინო ინვენტარით. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სტუდენტები ეუფლებიან ისეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: პაციენტის მოვლა, ინექციები, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ზონდირება, ფილტვისა და გულის აუსკულტაცია, ჭრილობის დამუშავება, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სხვ.
სიმულაციური ჰოსპიტალი მოიცავს სამ ფუნქციურ ნაწილს: სამანიპულაციო, სამეანო-გინეკოლოგიურ და უშუალოდ ჰოსპიტალურს თავისი სასწავლო აუდიტორიით. გამოყენებულია სიმულაციურ პაციენტზე/მანეკენზე/ მანიპულაცია-პროცედურებისა და დავალების შესრულების, როგორც ვიდეოჩანაწერების, ასევე ონლაინ
სტომატოლოგიური სიმულაციური და პრაქტიკული ლაბორატორია
წარმოადგეგნს მულტიპროფილურ სტომატოლოგიურ სიმულაციურ პრაქტიკულ ლაბორატორიას, სადაც გამოყენებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებისა და განვითარებისათვის სწავლების თანამედროვე მეთოდები. სტუდენტები სპეციალიზირებულ მანეკენებზე უშუალოდ ეცნობიან სტომატოლოგიური მომსახურეობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, მუშაობენ მრავალფუნქციური სტომატოლოგიურ მაგიდებთან და მოწყობილობებთან, რაც საშუალებას აძლევთ მიიღონ პრაქტიკული უნარები ისეთ კერძო მიმართულებებში, როგორიცაა: თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული და ორთოდონტიული სტომატოლოგია. აღნიშნული ლაბორატორია ფორმირებულია ტრომსოს უნივერსიტეტის გამოცდილების მაგალითზე და რეგიონში საუკეთესოა.
სიმულაციური აფთიაქი
წარმოადგენს ფარმაცევტული პროგრამის სიმულაციურ ბაზას, სადაც შესაძლებელია თეორიული ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გამოყენების დემონსტრირება. აქ სრულდება სიტუაციური ამოცანები და ირჩევა კლინიკური ქეისები, რაც პრაქტიკულად ხორციელდება როლური (ფარმაცევტი-პაციენტი, ფარმაცევტი-ექიმი-პაციენტი, ფარმაცევტი-ექიმი-ჯანდაცვის სპეციალისტი და სხვ.) თამაშების შესრულებით. სტუდენტები ადგენენ ფარმაცევტულ ქეისს, რაც მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, სამედიცინო დანიშნულების საგნების მიწოდებას, ფარმაცევტული კომპიუტერული პროგრამების ცოდნას და გამოყენებას. აქვე ხდება ფარმაცევტული ქეისის განხილვა და შეფასება.
ანატომია, ბიოქიმია და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები
აღჭურვილია სასწავლო თემატიკისთვის საჭირო ყველა მანეკენითა და ფანტომით, ასევე ოპტიკური და ცდებისთვის აუცილებელი რეაქტივებით, ნიადაგებით, ინსტრუმენტებით, აპარატურით რაც აუცილებელია პროცესებისა და სურათების ცოცხალი წარმოდგენისა და გააზრებისათვის.