ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ცენტრები და ლაბორატორიები
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი

ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი დაარსდა 2015 წლის ნოემბერში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე. მის საქმიანობაში ჩართულია როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები დოქტორანტების ჩათვლით და პრაქტიკოსი იურისტები.

ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს სისხლისსამართლებრივი დოგმატიკისა და პრაქტიკის განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული კვლევებით, არამედ სათანადო ყურადღება ეთმობა მატერიალურ თუ ფორმალურ სისხლის სამართალში გადასაჭრელ პრაქტიკულ პრობლემებს.

თანამედროვე ქართული სისხლის სამართალი წარმოუდგენელია საერთაშორისო გავლენების გარეშე. უკვე ათეული წლებია, მასზე გავლენას ახდენს გერმანული სისხლის სამართალი, ამიტომაც ამ მიმართულებით კვლევებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მათ შორის შედარებითსამართლებრივი კუთხით.

გერმანულ სისხლის სამართალთან ერთად, ქართული სისხლის სამართლისთვის მნიშვნელოვანია სხვა საერთაშორისო ფაქტორებიც, იქნება ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ევროსაბჭოს თუ ევროკავშირის სტანდარტები. მათი გავლენების შესაბამისი გაანალიზების გარეშე ქართული სისხლის სამართლის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსტიტუტის მიზანია ქართულ, გერმანულ და საერთაშორისო სისხლის სამართალს შორის არსებული ურთიერთმიმართების სიღრმისეული კვლევის განხორციელება და საერთაშორისო სტანდარტებთან ნაციონალური კანონმდებლობის დაახლოვების ხელშეწყობა.

ინსტიტუტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება ტრენინგები, ზაფხულის და ზამთრის სკოლები, კონფერენციები სისხლის სამართლის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ პროექტებში აქტიურად არიან ჩართულები როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც. ინსტიტუტთან აქტიურად თანამშრომლობენ პროფესორები გერმანიიდან, დანიიდან, საბერძნეთიდან, ავსტრიიდან და ა.შ. გარდა ამისა, პერიოდულად გამოიცემა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო პუბლიკაცია, რომლებიც ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი