ცენტრები და ლაბორატორიები
ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლას გააჩნია კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე საბუღალტრო, ფინანსური და სტატისტიკური პროგრამები. სკოლა ასევე ფლობს სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაციურ პროგრამას ’’The Business Strategy Game ’’, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სიმულაციურ გარემოში მიიღონ სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებები. სტუდენტებისათვის ასევე ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის მულტიფუნქციური სივრცე ინოვაციების და სტარტაპების განსავითარებლად “UG Startup Factory”.