სასერთიფიკატო კურსები
კურსის დასახელება:
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (მსს ფასს)
მცირე და საშუალო ბიზნესის, მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის.
კურსის მიზანი:
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მსს ფასს) მცირე და საშუალო ბიზნესის, მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის სასერტიფიკატო კურსს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ბოლო პერიოდში, საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმათა შორის. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, პრაქტიკულად ყველა ქართული კომპანია ვალდებული ხდება აწარმოოს ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
კურსის მიზანია, მოამზადოს კომპანიები ახალი საკანონმდებლო სიახლეებისთვის, დაეხმაროს მათ ახალ სტანდარტებზე გადასვლაში, რომ შეძლონ განახლებული სახით ანგარიშგებისმომზადება და წარდგენა.
კურსი განკუთვნილია, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ჩართული კომპანიებისთვის, მათი თანამშრომლების, ბუღალტრებისა და ფინანსისტებისათვის.
კურსი 2019 წლის 13 მარტიდან 5 მაისამდე გაგრძელდება.
კურსი შედგება ორი ნაწილისგან: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (მსს ფასს) მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის(ე.წ. მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის), რომელიც მოიცავს თეორიული მასალას, პრაქტიკულ მაგალითებთან ერთადდაანგარიშგების წარმოებისთვის საჭირო ექსელის ფუნქციონალი, რაც განსაკუთრებულ პრაქტიკულ ღირებულებას სძენს კურსს.კურსის პროგრამა მთლიანად აგებულია პრაქტიკულ მაგალითებზე.
პირველი და მეორე მოდულის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება/გამოცდა, რის საფუძველზეც გაიცება საქართველოს უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ: დამოუკიდებლად გაუმკლავდენ ახალ საკანონმდებლო სიახლეებს, დამოუკიდებლად მოამზადონ ახალი სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგება, დაეხმარონ კომპანიას ხარისხიანი ფინანსური ინფორმაციის მოპოვებასა და წარდგენაში;
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 12 მარტი!
თემატიკა:
ანგარიშგების წარმოებისთვის საჭირო ექსელის ფუნქციონალი: 16 საათი, 4 კვირის განმავლობაში;
1. ექსელში ჩაშენებული ძირითადი ფუნქციები
2. ტექსტური, ლოგიკური, თარიღებთან დაკავშირებული, მათემატიკური და ფინანსური ფორმულები
3. მონაცემების დამუშავება ექსელში, გასუფთავება და ანალიზისთვის მომზადება;
4. ბიზნესსცენარების ანალიზი და ოპტიმიზაციის ამოცანების გადაჭრა
5. მონაცემთა ვიზუალიზაცია გრაფიკებისა და სცენარების გამოყენებით
6. ფინანსური ანალიზი და მოდელირება
7. სააღრიცხვო მონაცემების დამუშავება და ფინანსური ანგარიშგების შედგენის მაგალითები ექსელში.
მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი: 16 საათი, 4 კვირის განმავლობაში;
1. განყოფილება – მოქმედების სფერო
2. განყოფილება – დაშვებებიდაძირითადიპრინციპები
3. განყოფილება – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
4. განყოფილება – სააღრიცხვო პოლიტიკა , შეფასებები და შეცდომები
5. განყოფილება – ფინანსური ინსტრუმენტები
6. განყოფილება – მარაგები
7. განყოფილება – გრძელვადიანი აქტივები
8. განყოფილება – ბიოლოგიურიაქტივებისასოფლო - სამეურნეოსაქმიანობაში
9. განყოფილება – არაფინანსურიაქტივებისგაუფასურება
10. განყოფილება – იჯარა
11. განყოფილება – ანარიცხები , პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
12. განყოფილება – საკუთარკაპიტალთანდაკავშირებულიოპერაციებიმესაკუთრეებთან
13. განყოფილება – ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან
14. განყოფილება – სახელმწიფო გრანტები
15. განყოფილება – დასაქმებულპირთაგასამრჯელოები
16. განყოფილება – მოგებისგადასახადი
17. განყოფილება – უცხოური ვალუტა
18. განყოფილება – საანგარიშგებოპერიოდისშემდეგიმოვლენები
19. განყოფილება – წინამდებარესტანდარტზეგადასვლა.
კურსის მიმინარეობისას ჯგუფის წევრებს ექნებათ შესასრულებელი ჯგუფური დავალებები და მოხდება პრაქტიკული ქეისების განხილვა.
ტრენერები:
კურსს წაიყვანენ პრაქტიკოსი ტრენერები:
დავით გამყრელიძე - აქვს კერძო და საჯარო სექტორის წამყვან საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. დავითი დიდი ხანია ჩართულია აკადემიურ აქტივობებში და კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სასწავლო დაწესებულებებში.
მიხეილ მუმლაძე - ფინანსური ანალიტიკოსი, პროექტების მენეჯერი.ფლობსCity University London-ისმაგისტრის ხარისხს ბიზნესის სისტემების ანალიზისა და დიზაინის მიმართულებით. ამავდროულად იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დოქტორანტი და მიწვეული ლექტორისხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სასწავლო დაწესებულებებში.
ტრენერებს გავლილი აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) პროექტის „მმართველობა განვითერებისათვის“(G4G -ის) სპეციალიზირებული ინგლისურენონვანი მსს ფასს ტრენერთა ტრეინინგი.
კურსის ხანგრძლივობა : 32 საათი
კურსი ჩატარდება კვირაში 2 ჯერ, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 დან-21:00 საათამდე.
ღირებულება: კურსის ღირებულებაა 880 ლარი, შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა. თანხის ერთჯერადად წინასწარ გადახდის შემთხვევაში კურსის ღირებულებაა 790 ლარი. ერთი კომპანიიდან ორი ან მეტი თანამშრომლის რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს 10% იანი ფასდაკლება.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციისთვის გადმოაგზავნეთ თქვენი CV და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, რის საფუძველზეც მოხდება ჯგუფის წევრების შერჩევა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: training_bas@ug.edu.ge
მობ: 595130099